მარტვილში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.​
სამეგრელო–ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილეები ალექსანდრე ახვლედიანი და აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი  ხუნწის, ნახუნაოს, სერგიეთის, და აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებლებს შეხვდნენ.
როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამასაც.
ადგილობრივებმა სამთავრობო გუნდთან შეხვედრისას, მათთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს და მომავალი წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრებზე გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა შიდა გზების რეაბილიტაცია, სოფლების გაზიფიცირება, წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.
მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები