ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ჩხოროწყუობა აღინიშნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ჩხოროწყუობა აღინიშნა.

დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები და ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა.

დღესვე, ჩხოროწყუში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა და ჩხოროწყუსა და ლიეტუვას ქალაქ მოლეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ასევე, ერთერთ ეთნოკუთხეში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს, რომელიც 20 კილოს იწონის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები