შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე ის დეპუტატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებზე ესაუბრა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის და დემილიტარიზაციის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა.
ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.
“ნდობის ჯგუფთან პირველ რიგში ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, ასევე ვისაუბრეთ საიდუმლო შესყიდვებზე რაც ძალიან მცირე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ძალოვან უწყებებთან შედარებით, 2018-2019 წლებში რა იყო და რას ვგეგმავთ 2020 წელს, რის შესყიდვას ვაპირებთ. როგორ არის ბიუჯეტი გაწერილი. ასევე, ვისაუბრეთ ხელფასების თემაზე, 2019 წელს რამდენ ადამიანს მოემატა და რა რაოდენობით ხელფასი, 2020 წელს რას ვაპირებთ და რამდენ ადამიანს მოემატება.
საუბარი იყო საზღვრის თემაზეც, არსებულ პრობლემებზე, რამდენიმე მიმართულებით გვაქვს პრობლემები. აზერბაიჯანის მიმართულებით მაგალითად, ამაზე იყო საუბარი და ეს პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია.
თუმცა დემარკაცია, დემილიტარიზაციას პრობლემა გვაქვს სომხეთთან, ეს ძალიან შრომატევადი პროცესია და არ ველოდებით, რომ ერთ დღეში, ერთ წელში უცებ გადაწყდება ეს ყველაფერი. ამაზე ვმუშაობთ. დახურული ფორმატი იყო და ბუნებრივია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები