პარტია  “გამარჯვებული საქართველოს ” წევრები სამართალდამცველებმა სოფელ ატოცის მიმართულებით არ შეუშვეს

შაქშაქეთის პოლიციის გამშვებ პუნქტთან პოლიტიკური პარტია  “გამარჯვებული საქართველოს ” წევრები მოვიდნენ , თუმცა სამართალდამცველებმა ისინი სოფელ ატოცის მიმართულებით არ შეუშვეს.

როგორც კოტე კემულარიამ განაცხადა, ისინი ითხოვენ საოკუპაციო ზოლთან მისვლას, რათა ადგილზე ნახონ ვითარება.

“ჩვენ ვითხოვთ, მოგვცენ საშუალება, რომ მივიდეთ საოკუპაციო ზოლთან , რათა ადგილზე ვნახოთ რა ვითარებაა. მინდა მოვუწოდო, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სრულიად საზოგადოებას , რომ მოვიდნენ აქ და დავიცვათ ჩვენი მიწა. როდესაც ასეთი რეალობის წინაშე ვართ, ოპოზიცია-პოზიცია არ არსებობს. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. თუ ჩვენ არ ამოვიღებთ ხმას ეს საზღვარი მოვა გორთან , ხაშურთან და გადაიკეტება გზა,” – განაცხადა კოტე კემულარიამ.

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას, შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

ცოტა ხნის წინ დატოვა ატოცის მიმდებარე ტერიტორია ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა .როგორც გულიაშვილმა აღნიშნა, სიტუაცია არის კონტროლირებადი და პანიკის საფრთხე არ არსებობს.

ამ დრომდე მედიის გადაადგილება ატოცის მიმართულებით შეზღუდულია . რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ისინი უპრობლემოდ გადაადგილდებიან სოფლის მიმართულებით.

ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები