ვახტანგ გომელაური: ნატო-სკენ მივდივართ და ამისათვის ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ

„ჩვენი პოზიცია იცით – ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის ნატო-სკენ მისწრაფება”,-ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. ის რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებასაც გამოეხმაურა.
ნატო-სკენ მივდივართ. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ. ერთ-ერთი არაწევრი ქვეყანა ვართ, რომელიც ძალიან ახლოს ვართ. ჩართული ვართ ოპერაციებში, ავღანეთის მიმართულება იქნება თუ სხვა. არჩეული გვაქვს ჩვენი მიმართულება და მივყვებით მას“, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისათვის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანის მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობები არსებობს, სახიფათოა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სერბულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები