ჩხოროწყუსა და ლიეტუვას ქალაქ მოლეტს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერა ხელი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და ლიეტუვას ქალაქი მოლეტი დამეგობრდნენ. დამეგობრებული ქალაქის მერებმა, დავით გოგუამ და საულიო ჯანიეკამ აღნიშნულთან დაკავშირებით დამეგობრების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

“მოვაწერეთ ორი ქალაქის მერმა დამეგობრების მემორანდუმს ხელი. აღნიშნულით კიდევ უფრო გაღრმავდება ლიეტუვასა და საქართველოს შორის მეგობრობა, როგორც კულტურულ, ასევე სხვა კუთხით”- განაცხადა ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ.

ორი დამეგობრებული ქალაქის მემორანდუმს ხელი, სიმბოლურად “ჩხოროწყუობის” 90-ე საიუბილეო სახალხო დღესასწაულზე, მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები