ლაშა ბერულავა: ჩვენი შვიდკაციანი ჯგუფი საოკუპაციო ზოლთან რჩება, მაგრამ ალბათ არც ჩვენ შეგვიშვებენ ატოცისკენ

სოფელ შაქშაქეთის პოლიციის საგუშაგოსთან ​ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი ლაშა ბერულავა მოვიდა.

ბერულავას განცხადებით,  საოკუპაციო ძალებს სამუშაოს დასასრულებლად 100-120 მეტრიღა დარჩათ.

“ჩვენი შვიდკაციანი ჯგუფი საოკუპაციო ზოლთან რჩება. მათ უნდოდათ მშვიდობიანი გზით საოკუპაციო ძალებისთვის ხელი შეეშალათ , თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ჩვენი ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმს სრულ კომფორტში ამყოფებს. ჩვენ დამატებით მობილიზებული ვართ , მაგრამ ალბათ არც ჩვენ შეგვიშვებენ ატოცისკენ. სავარაუდოდ, განმეორდება გუგუტიანთკარის სცენარი . 11 თვის წინ დაწყებული ბორდერიზაციის პროცესი დღეს განახლდა და როგორც ადგილიდან მატყობინებენ 100 -120 მეტრიღა დარჩათ საოკუპაციო ძალებს სამუშაოების დასრულებამდე” –  განაცხადა ლაშა ბერულავამ.

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას, შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

ცოტა ხნის წინ დატოვა ატოცის მიმდებარე ტერიტორია ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა .

როგორც გულიაშვილმა აღნიშნა, სიტუაცია არის კონტროლირებადი და პანიკის საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები