ხინოს ნაეკლესიარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხინოს სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.

ნაეკლესიარის სარეაბილიტაციო სამუშოები 2017 წელსაც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა ტაძრის კედლების გამაგრება, ნაწილობრივი რესტავრაცია და კონსერვაცია. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯა.
ხინოწმინდის ეკლესია მდინარე კონტრიშის ხეობაში, ქობულეთიდან 45 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეკლესია, სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება. ტაძარი მე-18 საუკუნეში ოსმალების შემოსვლის დროს დაინგრა, ნაწილობრივ დანგრეულ ეკლესიას მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიწისძვრა დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები