აჭარაში 15 ორგანიზაციაში 50-მდე ახალგაზრდა დასაქმდება

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აჭარის რეგიონში ოპერირებად 15-მდე ორგანიზაციაში 50-მდე ახალგაზრდა დასაქმდება. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ 3-დან 6 თვემდე სხვადასხვა სფეროში დასაქმდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო დეტალურად შეხვედრაზე ისაუბრებენ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები