სუს-ი: სოფელ ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები