კასპში ფეხბურთის ცენტრალური და მინი მოედნების მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება

კასპში ფეხბურთის ცენტრალური და მინი მოედნების მშენებლობა და საფეხბურთო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.

სტადიონი აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის ხელოვნურ საფარიანი მოედნით, 520 ადამიანზე გათვლილი მაყურებელთა ტრიბუნით, 4 გასახდელით, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატის ოთახებით და ასევე  განათების თანამედროვე და გათბობის ჰელიო (მზის ენერგია) სისტემებით.

“მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტში აქტიურ ჩართულობას. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და დაფინანსებით კასპის მოსახლეობა მართლაც საუკეთესო სპორტული ობიექტით ისარგებლებს.ეს ყოველივე კი განპირობებულია იმით, რომ ჩვენს ქალაქსა და რეგიონში სპორტული ინფრასქტრუქტურა ბოლო წლების განმავლობაში რადიკალურად განვითარდა,”- განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა,  მანუჩარ მერებაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები