შიდა ქართლში მცხოვრები ფერმერები პოლონეთში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან

0

სამხარეო ადმინისტრაციაში პოლონეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ რეგიონს შორის თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას მოიცავს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ ადგილზე გაეცნონ ინფორმაციას, ნახონ თანამედროვე სტანდარტების მქონე ფერმები და მეურნეობები. შიდა ქართლს სოფლის მეურნეობის მიმართულებით კარგი პერსპექტივები აქვს და ჩვენი, სახელმწიფოს მოვალეობაა ფერმერებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი” – აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში , პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რა დროსაც პოლონეთში, შიდა ქართლის რეგიონში მოღვაწე ფერმერების სასწავლო ვიზიტი დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი