გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი ხვალ გაიხსნება (ფოტო)

გუდამაყრის სოფელ ჩოხში, ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის – გოდერძი ჩოხელის მუზეუმი ხვალ გაიხსნება.
მუზეუმის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებს გაიხსენებენ. გაიმართება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით. ჩატარდება საცხენოსნო სპორტული შეჯიბრება. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილობრივი სამზარეულოს კერძები დააგემოვნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები