გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ის სოფელი,  სადაც სტიქიური ნაგავსაყრელია , დასუფთავდება.

“ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ სოფელ ზერტში დასუფთავდა სამი სტიქიური ნაგავსაყრელი. თვითნებურად დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოხდა სოფელ კვარხეთიდან. ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიები დასუფთავდა ასევე მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებაში, თორტიზაში და ხელთუბანში. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახური აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებს ყველა იმ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი,”-  ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები