სოფელ ზარზმაში სკოლა გაიხსნა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა, რომელიც 150 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს მოემსახურება.

სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაც საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული დარბაზის, სპორტული მოედნისა და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას გულისხმობს. ასევე, მოეწყო გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები.

სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რეაბილიტაციისათვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 100 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები