სოფელ მელექედურის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელექედურის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადასვლა დროულად მოახერხა, თუმცა ავტომობილი  მთლიანად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები