ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერის ხელმძღვანელობით უახლოეს მომავალში განახლდება

ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.

მან ევროკავშირსა და გაეროს, საქართველოში ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომები რეგულარულ ხასიათს დაიბრუნებს და უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

„ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, განახლდება. ის იქნება ქმედითი მექანიზმი და საკმაოდ აქტიური პლატფორმა ადამიანის უფლებების მიმართულებით, მთავრობის სხვადასხვა უწყების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობით. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები