ბაღდათის მუნიციპალიტეტში ობჩა-როდინაულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ობჩა-როდინაულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძესთან ერთად გაეცნო. აღნიშნული გზის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია “C&K- ტექნოლოგი” ასრულებს და მისი ღირებულება 3.023129 ლარს შეადგენს. ობჩა-როდინაულის გზით ორი მუნიციპალიტეტი უკავშირდება ერთმანეთს, რომლითაც დაახლოებით 3000-მდე ადამიანი სარგებლობს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5.270 მეტრს შეადგენს და მის კაპიტალურ რეაბილიტაციას მუნიცპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები