გორში პროექტის, “სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე”, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

მეგობრობის ხიდი “ქართლოსის” ორგანიზებით და ქართული მედია ჯგუფთან თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის “სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე” შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენდა ნარჩენების მართვის ხარისხის გაუმჯობესება გორის მუნიციპალიტეტში, ნარჩენების მართვის გეგმის შესრულების მონიტორინგისა და გამოვლენილი პრობლემების მოგვარება ადვოკატირების გზით.

“პროექტის ფარგლებში ნარჩენების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაცია “ქართლოსმა“ განახორციელა გორის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის შესრულების მონიტორინგი. კერძოდ: მონიტორინგი ეხებოდა ნარჩენების მართვის 5 წლიან გეგმას ადგილობრივ დონეზე. მუნიციპალიტეტის ნარჩენების შეგროვებისა და გატანის წესს, 2018 -2019 წლების პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობებს ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით. პროექტის ფარგლებში ყოველივე აღნიშნული შესწავლილი და შედარებული იქნა ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასთან, ნარჩენების მართვის კოდექსთან და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მე-6 კარის მე-3 თავთან, რომელიც ეხება გარემოს დაცვას; კვლევის ფარგლებში ჩატარდა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა (მოეწყო ფოკუს ჯგუფები) და აღირიცხა არარეგისტრირებული (სტიქიური) ნაგავსაყრელები (წარმოდგენილია ფოტო მასალა). შეხვედრა სწორედ აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილი მასალების განხილვას დაეთმო. პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ შესახებ ინფორმაცია: დასკვნითი შემაჯამებელი ხორციელდება “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS),”- ნათქვამია ,,ქართლოსის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები