დარკვეთის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო

“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში, გუშინ ახალგაზრდა მუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მომხდარზე მოკვლევა დაიწყო.

“ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, “ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო.

პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა. სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შს სამინისტრო აწარმოებს.

“ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები