“გორმედის“ დედათა და ბავშვთა რეგიონული სამედიცინო ცენტრი “იავნანა“ აქციაში ჩაერთო

გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა რეგიონული სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ მორიგ აქციაში ჩაერთო.

“იაშვილის სახელობის კლინიკა, რომელიც იმ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს, რომელიც ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს ატარებს, მოზარდების გადასინჯვას “იავნანას“ მეშვეობით განახორციელებს. დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ “იავნანაში“, იაშვილის კლინიკის სპეციალისტები წინასწარ შერჩეულ ბავშვთა კონტიგენტს შეამოწმებენ, მოხდება იმ ანალიზების აღება, რაც საჭიროა სისხლის ტყვიის შემცველობის განსაზღვრისთვის, შემდგომ კი, აღნიშნული ანალიზები გაიგზავნება თბილისში, სპეციალიზებულ ლაბორატორიაში, სადაც ტარდება აღნიშნული კვლევა. ასევე, ჩატარდება კონსულტაციები ადგილობრივი ექიმებისა და პაციენტების მშობლებისთვის. ტყვია წარმოადგენს მაღალტოქსიკურ მეტალს, რომლის ფართო გამოყენებამ საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. იგი არის კუმულაციური თვისების მქონე ტოქსიკანტი, რომელიც აზიანებს ადამიანის ორგანიზმის მრავალ სისტემას, მათ შორის ნერვულ, სისხლმბად და გულსისხლძარღვთა, გასტრო-ენტერალურ და რენალურ სისტემებს, არღვევს ორგანიზმის რეპროდუქციულ ფუნქციას. ტყვიის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები,” – ნათქვამია “გორმედის” ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები