ბექა, რეზიკო და ლიკა დაობლდნენ – “ჩერნოვეცკის ფონდი” საზოგადოებას კვირაიების ოჯახის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბექა, რეზიკო და ლიკა დაობლდნენ. ორი წლის წინ მათ დედა გარდაეცვალათ, ერთი წლის შემდეგ კი მამა. “ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, ფონდმა მათ დასახმარებლად 2 წლის წინ საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა, რომელიც დღემდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს ასობით ადამიანმა გაუწოდა დახმარების ხელი.
“თანხების ჩარიცხვა კვირაიების ოჯახისთვის დღემდე გრძელდება! ამ დღეებში, ფონდის წარმომადგენლებმა ბავშვები სავაჭრო ცენტრში წაიყვანეს და თქვენი სახელით მათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეუძინეს!
ყველაზე მეტად ბავშვებს ის უხაროდათ, რომ თავად შეეძლოთ სამოსის შერჩევა, ეყიდათ ის, რაც მოსწონდათ!
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი, რომ მომავალშიც გააგრძელოთ კვირაიების ოჯახის მხარდაჭერა, თანხების გადარიცხვა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლიკასთვის, ბექასთვის, რეზიკოსთვის).
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ფონდის საიტიდანაც ჩარიცხოთhttps://chernovetskyifund.ge/ge/projects/379-kviraia/”-ნათქვამია “ჩერნოვეცკის ფონდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები