ართანაში ხანძარმა მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა

   თელავის რაიონის სოფელ ართანაში, ხანძრის შედეგად, მთივლიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ცეცხლი თავდაპირველად ზედა სართულს გაუჩნდა, რის შემდეგაც სახურავს მოედო და მთლიან სახლზე გავრცელდა. შემთხვევის დროს ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ისინი მეზობლებმა დროულად გამოიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები