უკრაინასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი, ქვეყნის პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, განცხადებით მიმართა.

პერი ის მაღალჩინოსანია, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან გამართულ სატელეფონო საუბარზე აკისრებს პასუხისმგებლობას.

Bloomberg და New York Times წერენ, რომ პერიმ თანამდებობიდან გადადგომაზე განაცხადა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დატოვებს ის პოსტს.

Bloomberg წერს, რომ ტრამპი პერის იმაში ადანაშაულებს, რომ სწორედ ენერგეტიკის მინისტრი ხედავდა ზელენსკისთან საუბრის აუცილებლობას.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა პერის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მისი თქმით, მაღალჩინოსანი უწყებას წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

Reuters წერს, რომ ტრამპმა პერის შემცვლელი უკვე იპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები