გორში საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმი გაიმართა

გორში საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს თავიანთი პროგრამები და პროექტები გააცნეს.

“საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმზე დევნილებს საშუალება ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ სასურველი ინფორმაცია შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი საარსებო წყაროების პროგრამების/პროექტების შესახებ.

ღინისძიებაში საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიც. ასევე, ფორუმში მონაწილეობდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში, საარსებო წყაროების პროექტებს/პროგრამებს ახორციელებენ.

ღონისძიება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები