ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები ლაპლანდიაში გაემგზავრებიან

ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები პოლარული ექსპრესის რჩეულთა რიცხვში მოხვდნენ და 7-12იანვარს ლაპლანდიაში, ნამდვილ ელფებთან და სანტასთან შესახვედრად გაემგზავრებიან.

“ჩვენი მოსწავლეები ვოკალის, ხატვის და ქორეოგრაფიის მიმართულებით უშუალოდ სანტას შოუ-პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
მსურველებს შეგიძლიათ დაგვემგზავროთ ულამაზეს ლაპლანდიაში და უგულშემატკივროთ ჩვენი პატარების გამოსვლას, სანტას პარკში,ნამდვილ საახალწლო შოუ-პროგრამაზე. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ უყვარს ახალი წელი, არ ოცნებობდეს ლაპლანდიაში მოხვედრაზე. ჩვენ წელს უნიკალური მოწვევა მივიღეთ. უშუალოდ სანტას პარკში დაგეგმილ ფესტივალში მივიღებთ მონაწილეობას, ეს ყოველწლიური ფესტივალია, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან მონაწილეები. 7 იანვარს, შობას ჩვენ ფინეთში გავემგზავრებით. გამოწვევა დიდია, იმედი მაქვს წარმატებებით დავბრუნდებით”, – ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ნატალი პატარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები