თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს
ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.

მათი ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, X კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, შუამთის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასასვლელის, მუხიანის ნაკვეთების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მუხიანი II მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ქობის, რეზო გაბაშვილის, ქუჯი ერისთავის, ლევან რჩეულიშვილის, ევგენი ღვალაძის, გობრონიძის, ბობოხიძის, ავშნის, ლერი ლაგურაშვილის, ლურჯქედის, საგუბარის და ავჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის და ბეთანიის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიძის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ჭონქაძის და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, თინათინის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას და საირმის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სანდრო მირიანაშვილის, დემეტრე თავდადებულის, შალვა ახალციხელის და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი