მამუკა მდინარაძის პასუხი ირაკლი აბესაძეს: 2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი

„2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი”, -პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს ირაკლი აბესაძეს უპასუხა.

მამუკა მდინარაძემ უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებას სტატისტიკით უპასუხა. აბესაძის თქმით, პროექტი „ქველმოქმედი ივანიშვილი” დასრულებულია მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ახლა ის ფულს ხარჯავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პირადი ქონების შექმნისთვის და ის დიდი ხანია აღარ ხარჯავს ფულს კულტურის და სპორტის მოღვაწეების დაფინანსებისათვის.

მდინარაძემ სხდომაზე აბესაძის გაცხადების ციტირება მოახდინა და საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებასა და სხვადასხვა პროექტებისთვის დახარჯულ თანხებზე ვრცლად ისაუბრა:

„2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი. მხოლოდ 2018 წელს 1000 პირზე გაიცა 5 მლნ ლარი. კულტურის სფეროში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხა 600 მლნ ლარზე მეტი. 2018 წელს მხოლოდ კულტურის სფეროში ამგვარ პროექტებზე დახარჯულია 25 მლნ ლარი. სპორტში, 2000 წლიდან ფონდი „ ქართუ” 200-ზე მეტი დამსახურებული სპორტსმენისათვის ქველმოქმედებას აწარმოებს, ჯამური თანხა – 74 მლნ ლარი. სპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტები – 137 მლნ ლარი. მხოლოდ 2018 წელს გაცემულია 1 907.0 ათასი ლარი. სულ 2018 წელს სპორტის სფეროში გაცემულია 17 მლნ ლარი. ბუნებრივია დაფინანსება გრძელდება ახლაც” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები