გორთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

გორთან ახლოს, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “მერსედესისა” და “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
​როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები