სურამის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მხარის რწმუნებულმა დაათვალიერა

0

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ანთიძემ სურამის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერეს. შუასაუკუნეების ციხესიმაგრეს მსგავსი სახის მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები პირველად უტარდება. პროექტი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: არქეოლოგიური შესწავლა, არქეოლოგიურ შედეგებზე დაყრდნობით რეაბილიტაციის პროექტის მომზადება და რეაბილიტაციის პროექტზე დაყრდნობით ციხის რეაბილიტაცია.

“სურამის ციხეზე არქეოლოგიური და შემდგომ კი, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება შიდა ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვალში ვიმყოფებოდით აქ და სურამის ციხეზე განსახორციელებელი სამუშაოები დავგეგმეთ. დაბა საკურორტო ზონაა, ამიტომ მისი განვითარებისთვის საჭიროა აქ არსებული ისტორიული და კულტურული ობიექტების მოწესრიგება. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რომლის დასრულების შემდგომ ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი