ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის თვეში დასრულდება

ზესტაფონში ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერეს. მოედნის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე, ავტო საგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა. განახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ბილდმორი“ ახორციელებს.როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, პროექტის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს, ხოლო სრული რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და აღნიშნული სამუშაოებისთვის 557 177 ლარი იხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები