ხულოში ვეტერანთა დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ხულოს მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ხულოს ვეტერანთა გაერთიანების ხელმძღვანელ ნუგზარ შანთაძესთან ერთად, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ვახტანგ ბერიძემ ვეტერანებს ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ მხარდაჭერა გამოუცხადა.

ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, მერია ხულოს მცხოვრებ 60 სხვადასხვა კატეგორიის ვეტერანს ერთჯერადად ფულად ჯილდოს გადასცემს. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები