ბოლნისში ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ახალგაზრდა მეუღლე ქამრით გაგუდა – ტრაგედიის დეტალები

ბოლნისის სოფელ ტალავერში ახალგაზრდა კაცმა მეუღლე მოკლა, შემდეგ კი სამართალდამცველებს ჩაბარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარი მეუღლე ქამრით გაგუდა. გარდაცვლილი 25 წლის ქალია, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც “რეგიონულ კვირას” მეზობლებმა განუცხადეს, ჩხუბის ხმა, ან რამე საეჭვო ხმაური არ გაუგიათ და ინფორმაცია სამართალდამცველებისგან შეიტყვეს.

შსს-ს ინფორმაციით,  გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ ქვეპუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები