ფონდი “ტასოს“ წარმომადგენლობამ ცაგერში სამუშაო შეხვედრა გამართა

ფონდი „ტასოს“ გენერალურმა დირექტორმა, მარინა თაბუკაშვილმა და  გენერალური დირექტორის მოადგილემ, ცისანა გოდერძიშვილმა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, გენდერული საბჭოს წევრებთან, თემების მაჟორიტარ დეპუტატებთან და თემების რწმუნებულებთან, შეხვედრა გამართეს .

ფონდ “ტასოს” ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, ღვირიშში, ნასპერში, უცხერსა და სანორჩში,  ქალთა თვითდახმარების ჯგუფები ჰყავს შერჩეული.

შეხვედრაზე თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა აუდიტორიას მათ მიერ მოკვლეული სათემო საჭიროებები გააცნეს და სხვადასხვა ჭრილში განიხილეს.

“ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს 2020 წლის ბიუჯეტში ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინებას, გენდერული მგრძნობელობის გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ჩართულობას“-განაცხადა “რეგიონულ კვირასთან”  საუბარში ფონდი ტასოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ცისანა გოდერძიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები