ბათუმში ვეტერანთა დღე აღინიშნა

ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება ბათუმში გმირთა ხეივანში გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის წარმომადგენლებთან და ქალაქის მერთან ერთად დაესწრო.

“დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ვეტერანები, ღვაწლმოსილი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დამსახურებული ადამიანები. ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე. ყველაფერს ვაკეთებთ მათი ხელშეწყობის კუთხით. თუმცა ეს არ არის საკმარისი და ვგეგმავთ სიახლეებს, რომ კიდევ უფრო მეტად დაფასდეს მათი დამსახურება“- განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სტუდენტები, ვეტერანები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

ვეტერანთა დღე 17 ოქტომბერს საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები