“ვცდილობ სათქმელი ხატვით გამოვხატო”- სტრიტ არტისტების ნამუშევრები ახალციხიდან (ფოტოკოლაჟი)

ქუჩის მხატვრობა, იგივე სტრიტ-არტი ხელოვანებისთვის თვითგამოხატვის კარგ საშუალებად ითვლება და ყველაზე ხშირად პოლიტიკური ან სოციალური მესიჯების მატარებელია.

ახალციხეში, სტენსილები თითქმის ყველგანაა – შენობის კედლებზე, გარეუბნებსა და სახლის ეზოებში.

სტენსილს კონკრეტული ავტორი ჰყავს, რომელიც საზოგადოებას კონკრეტულ მესიჯს უგზავნის.

15 წლის ელენე თარხნიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისთვისაც ქუჩის მხატვრობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად საკუთარ სათქმელს სწორედ სტრიტ-არტის დახმარებით ამბობს.

როგორც ის “რეგიონულ კვირას” უყვება, ხატვას მისთვის შვება მოაქვს.

“საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ვცდილობ სათქმელი ბოლომდე დავიტანო ფურცელზე. 14 წლისამ პირველად მოვხატე კედელი. კარგად მახსოვს ქვეითთა გადასასვლელი, რომელიც ორიგინალური გამოგვივიდა“-ამბობს ელენე.

თავდაპირველად, მხატვრობის ამ სახეობამ პოპულარობა ამერიკაში მოიპოვა, სადაც მხატვრებს “ქუჩის ხულიგნებს“ უწოდებდნენ, რადგან თვლიდნენ რომ კედლებს ამახინჯებდნენ.

ქუჩის მხატვრობამ ფეხი საქართველოში ახლახანს მოიკიდა და პოპულარობამაც არ დააყოვნა.

ხელოვნების ეს დარგი ხელს უწყობს ნამუშევარი ფართო აუდიტორიამ იხილოს.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის მხატვრობა უკვე ბევრ ქალაქშია გავრცელებული, არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც თვითნებური მოხატვა დასჯადია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ქმედება თავდაპირველად გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, განმეორებითი ქმედების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ითვალისწინებს სხვა ადმინისტრაციულ სასჯელებსაც.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები