“პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი ამხანაგობების მიერაა წარმოდგენილი, ზუგდიდის მერია 90%-ით აფინანსებს“ – რუხში დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ რუხის, ინოვაციურ ცენტრში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორი დავით ფარცვანია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.

“შეხვედრა შეეხებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში ამხანაგობების პრინციპის დანერგვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგანაც შემდგომში დიდი შესაძლებლობები მიეცემათ ჩასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს, რათა მათ მარტივად მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურული თუ, სხვადასხვა საკითხები. როგორც იცით, იმ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი ამხანაგობების მიერაა წარმოდგენილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 90%-ით აფინანსებს. ამისათვის, უნდა მოხდეს შეთანხმება კორპუსებში მცხოვრებლებს შორის, შემდეგ კი ამხანაგობების თავმჯდომარეებმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა შემოიტანონ პროექტი და წარმოდგენილი პროექტის განხილვის შემდეგ, არსებული ბიუჯეტის შესაბამისად, მოხდება დაფინანსება,”- განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები