რეგიონებში “ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილება იწყება

რეგიონებში “ახალი სკოლის მოდელი“-ს განხორცილება იწყება. “ახალი სკოლის მოდელი“-პროექტია, რომელიც სწავლების განსხვავებულ მეთოდს გულისხმობს. პროექტში ამ დროისთვის ჩართულია საჩხერის მუნიციპალიტეტში მოქმედი 12 საჯარო სკოლა.

“ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს 2018-2024 წწ-ის ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტებიდან, ანუ უკვე არსებული გაკვეთილების ჩატარების ფორმიდან, სხვა, ახლებურ სტანდარტზე გადასვლას.

მაგალითისთვის, ახალი სკოლის მოდელის მიხედვით გაკვეთილი უნდა წარიმართოს ისე, რომ პრიორიტეტი არა დაზეპირება, არამედ მასალის სიღრმისეული გააზრება გახდეს. ამ უკანასკნელის მიზანი კი მიღებული ცოდნის მიზნობრივი გამოყენება და ამისთვის საჭირო დროის განსაზღვრაა.

პროექტი ანგრევს სტერეოტიპებს.სკოლა მოსაწყენი ადგილი არაა. რაც განაპირობებს რომ სკოლა ყველა მოსწავლის შემოქმედებითი ძალების ასპარეზად იქცეს.

პროექტის მიხედვით სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა, პროექტის მთავარი ბირთვია.

ა​ღნიშნული მეთოდის განხორციელებას ახდენს ოთხი ექსპერტისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი. განათლების სამინისტროს დავალებით, ექსპერტთა ჯგუფს ადგილზე ხელმძღვანელობას სკოლების დირექტორები უწევენ. ჯგუფის წევრები არიან კურიკულუმის ექსპერტი თეა მათითაიშვილი, ტექნოლოგიების ექსპერტი ანა მაჭარაშვილი, ლიდერობის ექსპერტი გივი გაგნიძე.

აღნიშნული მეთოდით სწავლებას, პირველ ეტაპზე, გაივლიან I-IV კლასის მოსწავლეები. ექსპერტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პედაგოგებთან. ამის გათვალისწინებით საპილოტე პროექტის განხორციელება მალე დაიწყება.

2019 წელს საქართველოს მასშტაბით პროექტი ჩართულია მუნიციპალიტეტის 165 სკოლა. 2020 წელს პროექტში ჩაერთვება 400 სკოლა, ხოლო 2024 წლისთვის პროექტი ქვეყნის ყველა სკოლას მოიცავს, “-აღნიშნულია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები