ახმეტაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა

ქალაქ ახმეტაში მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახმეტის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ -ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები