ხაშურში იუსტიციის სახლი აშენდება

ხაშურში იუსტიციის სახლი აშენდება.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კანცელარიაში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,  იუსტიციის სახლების მშენებლობა  წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში დაიწყება.

“იუსტიციის სამინსიტროს რეგიონული ფონდიდან გამოეყო 5 მილიონ სამასი ათასი ლარი, რომელიც საშუალებას მოგვცემს 3 იუსტიციის სახლის მშენებლობა დავიწყოთ. ეს იქნება წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში. სამივე დიდი მუნიციპალური ცენტრია, სადაც ჩვენი სერვისები სახარბიელო პირობებში არ გაიცემა“,- განაცხადა მინისტრმა”- განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები