სამეგრელოში ევროსტანდარტის შესაბისი ნაგავსაყრელი აშენდება

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმავს. კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა  პროექტის განმახორციელებელ და დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა.

შეხვედრას სამეგრელო ზემო-სვანეთის ვიცე-გუბერნაორი, დავით ფარცვანია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“დღეს შეხვედრა იყი ნაყოფიერი, წარმოდგენილი იყო სიდიემის წარმომადგენლობა. არის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა და ამ პერიოდში უნდა მოხდეს ნაგავსაყრელის აშენება. რაც ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს იმას, რომ მოხდება ძველი ნაგავსაყრელების დახურვა”,- განაცხადა დავით ფარცვანიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა ნაგავსაყრელების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს. უცხოელი კონსულტანტები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას რეგიონული ფილიალების ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ასევე, მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დანერგვაში დაეხმარებიან.

“კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტი ორი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას და  რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა.

ნაგავსაყრელების მშენებლობა 2021-2022 წლებში არის დაგეგმილი. გამოცხადებული ტენდერის შედეგად, პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტად კომპანია CDM Smith და Saunders Group , ხოლო დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტად კომპანია Fichtner შეირჩა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები