განათლების სამინისტრო ნიკო დადიანის სასახლის ექსპოზიციის მოწყობას უზრუნველყოფს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 70 000 ლარამდე ბიუჯეტია განსაზღვრული.

- რეკლამა -

- რეკლამა -

დაგეგმილია სასახლის ვიტრინებითა და სხვა ტექნიკური ინვენტარით აღჭურვა და შერჩეული საექსპოზიციო მასალის გამოფენა. ექსპოზიცია 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

ფონდ “ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წელს დასრულდა სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. შემდგომში, ასევე, დაგეგმილია ეკატერინეს სასახლის სრული რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დადიანების სასახლეში სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი – მათ შორის რესტავრირდა მუზეუმში დაცული ექსპონატები, დაიბეჭდა მუზეუმის გზამკვლევი და ჩატარდა შენობების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები