ჩოხატაურში სამუსიკო სკოლა გაიხსნა

ჩოხატაურში რეაბილიტირებული სამუსიკო სკოლა გურიის მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ, ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთად გახსნეს. სკოლის გახსნა მოსწავლეებმა სკოლის საზეიმოდ აღნიშნეს და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაფართოვდა საკონცერტო დარბაზი და მოეწყო შენობის თბოიზოლაცია. პროექტი, რომლის ღირებულებამ 277 988 ლარი შეადგინა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები