ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეკომიგრანტებს შეხვდნენ

ხობის მუნიციპალიტეტეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩასახლებული ეკომიგრანტები მოინახულეს და მათ პრობლემებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის, ოფიციალური “ფეისბუქგვერდი” ავრცელებს.

“ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავღელეში ზემო აჭარიდან (ხულო, შუახევი, ქედა) ჩასახლებული ეკომიგრანტები მოვინახულეთ. შეხვედრაზე გავეცანით ეკომიგრანტების პრობლემებს, დავინტერესდით მათი საჭიროებებითა და ყოფითი პირობებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელეთ საკითხების მოგვარების გზებზე. სოფელ შავღელის დასახლება გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა, როდესაც ხობის რაიონში ხულოს, ქედისა და შუახევის რაიონებიდან სტიქიით დაზარალებული 300 ოჯახი ჩასახლდა,”- აცხადებს ვახტანგ ბერიძე.

შეხვედრას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის მერი ლევან გორგილაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდა. მსგავსი ტიპის შეხვედრები ეკომიგრანტებთან მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები