ევროკავშირის ERASMUSIS + პროგრამის ფარგლებში მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის ERASMUSIS + პროგრამის ფარგლებში, თელავში, პროექტზე”ახალგაზრდა მეწარმეები საზოგადოების განვითარებისთვის” მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა.

ორმხრივ პანელურ შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 100-მდე სკოლის მოსწავლესთან ერთად,  კახეთის რეგიონის პოტენციალი და შესაძლებლობები განიხილეს როგორც განვითარების, ისე სტარტაპ ბიზნესის წამოწყების კუთხით.

პროექტის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. მათ შორის,  რეგიონში მცხოვრები 30 მოტივირებული ახალგაზრდა 2 კვირის განმავლობაში გადამზადდა ტრენერად, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სამეწარმეო პოტენციალის და უნარ-ჩვევების განვითარებას.

პროექტის “ახალგაზრდა მეწარმეები საზოგადოების განვითარებისთვის” მთავარი მიზანია საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვას რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო კომპეტენციის გაზრდა და ცოდნის ამაღლება, ასევე ევროპული გამოცდილების დანერგვა იტალიასა და ესპანეთის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.

პროექტი კახეთის რეგიონში 2018 წლის დეკემბერში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები