როსარია პუგლისი: ვურჩევთ საქართველოს, არ დაკმაყოფილდეს მიღწევებით და განაგრძოს გზა წარმატებისკენ

თელავში დღეს ნატოს დღეებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ტრადიციად ქცეული ნატოს დღეების ფარგლებში, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი როსარია პუგლისი სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის მხარეში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს მიღწევებსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ელჩმა შეხვედრაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი გამოსავალი არ არის და კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი. როსარია პუგლისის თქმით, საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება 2020 წლის არჩევნების შედეგიც.
“პროგრესი, რომელიც მიღწეულია საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნები აღვნიშნავთ ამ მიღწევებს, მაგრამ ვურჩევთ საქართველოს, არ დაკმაყოფილდეს მიღწევებით და განაგრძოს გზა წარმატებისკენ”, – აღნიშნა როსარია პუგლისმა.
ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოში, მცოცავი ოკუპაციის მძიმე შედეგებზე. როსარია პუგლისი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს და მართებულად იქცევა, რომ ხალხის უსაფრთხოებისთვის მოვლენები სერიოზულ კონფლიქტში არ იზრდება.
ნატოს დღეები საქართველოში 3 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები