“ძალიან ცოტაა ის სასჯელი, რაც ამ არაკაცმა მიიღო” – ძალადობის მსხვერპლი მცირეწლოვანი გოგონას დედის პირველი კომენტარი 

კასპში მცირეწლოვან ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 76 წლის მამაკაცისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი 6 წლის გოგონას დედის თქმით, ძალიან მცირეა. როგორც მცირეწლოვანის დედა ნ.გ. “რეგიონულ კვირასთან” ინტერვიუში ამბობს, მის შვილზე მეზობელი რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.

„სასამართლო სხდომა დახურული იყო და არ დამასწრეს. გახსენებაც არ მინდა იმ დეტალების, რაც ბავშვმა მომიყვა. არცერთ დედას არ ვუსურვებ იმ დღეების გავლას, რაც მე გადავიტანე. მინდოდა, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილიყო, თუმცა დანაშაული უღიარებია, ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონია და მოსამართლეს სასჯელი 1 წლით შეუმსუბუქებია.
ბავშვზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა. ახლა ჩემი შვილი 6 წლისაა, როდესაც ძალადობა დაიწყო 5 წლის იყო.
​ჩემი აზრით, ძალიან ცოტაა ის სასჯელი, რაც ამ არაკაცმა მიიღო“, – ამბობს გოგონას დედა “რეგიონულ კვირასთან”.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 76 წლის რ.ბ.-ს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით მიესაჯა. დაკავებულ მამაკაცს ბრალი 5 წლის ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებაში ედებოდა.
​ცნობისთვის, კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული რ.ბ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კასპში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები