ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 145 პრაქტიკოს ღვაწლმოსილ პედაგოგს „მადლიერების საღამო“ მოუწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ბოლნისის გენდერული საბჭოს ორგანიზებით 145 პრაქტიკოსი ღვაწლმოსილი პედაგოგი პენსიაზე საზეიმოდ გააცილეს. „მადლიერების საღამოს“ საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ, –  ამის შესახებ “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ აცნობა.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს მუნიციპალიტეტისგან მადლობის სიგელები, სახელმწიფოსგან კი ორი წლის ჯამური ხელფასი გადაეცათ.

დავით შერაზადიშვილმა დამსახურებულ პენსიაზე გასულ მასწავლებლებს პროფესიული კარიერის დასრულება მიულოცა და ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძება მუსიკალურად ანსამბლმა ,,ალილომ” და ციური მჭედლიძემ გააფორმეს.
ღონისძიების დასასრულს გაიჭრა საზეიმო ტორტი.

„ყველა განვითარებული სახელმწიფოს წარმატების ფორმულა განათლებაშია. ჩვენი ქვეყანაც სწორედ განათლებაში ინვესტირებით ცდილობს გაუთანაბრდეს ევროპულ სახელმწიფოებს. ის, რომ დღეს ჩვენ ამ კუთხით რეგიონის მოწინავე ქვეყანა ვართ, სწორედ თქვენი დამსახურებაა, პედაგოგების, რომლებმაც შეძელით ქვეყნისთვის არაერთი პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და კარგი მოქალაქე აღგეზარდათ. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეთ ბოლნისზე და ამას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. საამაყოა ის, რომ თქვენ ახალი თაობის მასწავლებლებს საშუალება მიეცით თავიანთი უნარები წარმოეჩინათ, ეს უდაოდ ღირსეული და სამაგალითო საქციელია. მინდა ჩვენი მუნიციპალიტეტის განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაგიხადოთ, თითოეულმა თქვენგანმა შეძლო მოსწავლეების პატივისცემა და მათი სიყვარული დაემსახურებინა და დამეთანხმებით, რომ ეს პედაგოგისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. მწამს, რომ პედაგოგიური კარიერის დასრულების მიუხედავად, ჩვენი შვილებისთვის გამოცდილებასა და რჩევების გაზიარებას არ დაიზარებთ და ამით ჩვენი ქვეყნის კეთილდეღეობის საქმეში კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები