ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

0

ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს . კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის ტროტუარები, კედლები, ღობეები და სანიაღვრე არხები ეწყობა.

საფეხმავლო ბილიკი გზის სრულ მონაკვეთზე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომლებიც გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სამანქანო გზასთან ერთად, კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება საფეხმავლო ბილიკებს, მიერთებებს, ეზოებში შესასვლელებს, კედლებს და ლითონის ღობეებს. გვარდება ასევე რუსთაველის ქუჩაზე წლების მანძილზე არსებული ორი ღია სანიაღვრე კოლექტორის პრობლემაც.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი