“ევექსის” კლინიკაში დაღუპული ინგა კაკიაშვილის ოჯახი კლინიკის ადმინისტრაციის და ექიმების დასჯას ითხოვს

ხაშურში, “ევექსის” კლინიკაში დაღუპული 40 წლის ინგა კაკიაშვილის ოჯახი კლინიკის ადმინისტრაციის და ექიმების დასჯას ითხოვს .

მათი თქმით, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს მკურნალი ექიმი, რათა აღარავინ აღმოჩნდეს მსგავსი შემთხვევის მსხვერპლი.

“მოვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს თითოეული მათგანი,  რათა აღარავის მოუვიდეს მსგავსი რამ.  ესენი არიან ყასბები. ვეხვეწებოდით გაეკეთებინათ საკეისრო კვეთა, მაგრამ  მხოლოდ გამთენიისას გვითხრეს, რომ მშობიარე დამძიმდა და რაც სისხლის მარაგი ჰქონდათ გამოიყენეს. მოგვთხოვეს ქუთაისიდან სისხლის ჩამოტანა, მაგრამ მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო,  სისხლის გადასხმაც ვერ უშველიდა. პასუხსაც არავინ გვეუბნებოდა, ფოიეშიც კი არ გვაჩერებდა დაცვა . მოვითხოვთ, დაისაჯოს ინგას მკურნალი ექიმი , რომელიც 9 თვე გვარწმუნებდა რომ ფეხმძიმე კარგად იყო ,ბოლო კვირას კი გაცვლა- გამოცვლის ბარათის არ ქონის გამო არც კი გასინჯა” – განაცხადა დაღუპულის რძალმა, შორენა გელაშვილმა.

გარდაცვლილის ოჯახს რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს. დაღუპულს 16 – ის, 13-ის , 9-ის  და  6 წლის არასრულწლოვანი შვილები დარჩა.

40 წლის ინგა კაკიაშვილი დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში გარდაიცვალა.

ქალი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები